სამიზნე სკოლა: სსიპ მცხეთის რაიონი სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლა
პროგრამის მიმდინარეობის ლოკაცია:სკოლის ტერიტორია
პროგრამის განმხორციელებელი პედაგოგი:მაია ბეგოიძე
პროგრამის დასახელება: ბიოლოგიის წრე : ,, ადამიანის ანატომია“
მიზანი: ადამიანის ჩონჩხის ძირითადი ნაწილების შესწავლა.
სისხლისა და სისხლის მიმოქცევის სისტემის ორგანოებისა და მათი ფუნქციების შესწავლა.კვება და საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოების და მათი ფუნქციის შესწავლა.სუნთქვა, სუნთქვის ორგანოთა სისტემის ორგანოებისა და მათი ფუნქციების შესწავლა.
მიმართულება:ბიოლოგია
პროგრამის წარმართვისათვის საჭირო რესურსები თაბახის ფურცლები, ტესტები, ბიოლოგიის სახელმძღვანელოები, კომპიუტერი , სხვა დამხმარე ლიტერატურა, ტაბულები, მაკეტი.
სამიზნე ჯგუფი: VIII კლასის მოსწავლეები
წრეში ჩართულ მოსწავლეთა რაოდენობა: 15 მოსწავლე
წრის მნიშვნელობა და აქტუალობა:მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით:მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ადამიანის ორგანიზმის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები.ილუსტრაციაზე ან მაკეტზე ამოიცნობს ადამიანის ორგანოთა სისტემებს და მსჯელობს მათ ფუნქციებზე.მსჯელობს საჭმლის მომნელებელი და სისხლის მიმოქცევის სისტემის ფუნქციების ურთიერთკავშირის შესახებ.
გამოყენებული რესურსების შესაბამისობა მიზანთან: ეს რესურსევი ეხმარება მასწავლებელს,მოსწავლეებმა შეძლონ ანალიზური უნარის განვითარება,ცოდნის დამოუკიდებლად მიღება.
საკითხების ჩამონათვალი:
საყრდენ -მამოძრავებელი სისტემა.
(ძვლოვანი სისტემა, ძვლის აგებულება, ადამიანის ჩონჩხის აგებულება)
(ძვალთა შეერთების ტიპები, პირველადი დახმარების აღმოჩენა ძვლის მოტეხილობის დროს)
(კუნთები, კუნთების მუშაობა,ძალის მხარი)
ტესტებზე მუშაობა
სისხლი და სისხლის მიმოქცევის სისტემა. გულის აგებულება და მუშაობა, სისტემის ორგანოების ილუსტრაციაზე ამოცნობა.
სასუნთქი სისტემის ორგანოების ილუსტრაციაზე ამოცნობა.
ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემის აგებულება,ცალკეული ნაწილების ფუნქციები .სისტემის ორგანოების ილუსტრაციაზე ამოცნობა
საკვების მონელება პირის ღრუში, კუჭში,თორმეტგოჯა ნაწლავში.მონელება და შეწოვა წვრილ ნაწლავში,მსხვილი ნაწლავის ფუნქციები და დეფეკაცია
ენდოკრინული სისტემა. ფარისებრი ჯირკვალი. თიროქსინი .მისი მოქმედების მექანიზმი. სასქესო ჯირკვლები-ანდროგენები,ესტროგენები, ტესტოსტერონი, მათი მოქმედების მექანიზმი
ნერვული სისტემა. ნერვული სისტემის მნიშვნელობა,ნეირონის აგებულება,ნეირონის ტიპები. თავის ტვინის აგებულება და ფუნქციები
გრძნობათა ორგანოები. მხედველობის ორგანოს აგებულება.მხედველობის რეცეპტორები,ახლომხედველობა და შორსმხედველობა
სმენის ორგანო,აგებულება და ფუნქციები. წონასწორობის ორგანო,აგებულება და ფუნქციები
ყნოსვის ორგანო.ყნოსვის რეცეპტორები და მათი ფუნქციები.
გემოვნების ორგანო. გემოვნების რეცეპტორები და მათი ფუნქციები
No comments:
Post a Comment